ახალი საბაკალავრო პროგრამები Webster University Georgia-ში

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 4 მარტს დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამ პერიოდში აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ ელექტრონულად აირჩიონ უნივერსიტეტებისა და სასწავლო პროგრამების ჩამონათვალი, რომელზე სწავლასაც ისურვებენ.

2024-2025 წლის სასწავლო წლის სიახლეა ფსიქოლოგიის მეცნიერებისა და კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამები, რომლებსაც Webster University Georgia შესთავაზებს სტუდენტებს. აღნიშნულ პროგრამებზე რეგისტრაცია აბიტურიენტებს უკვე შეუძლიათ. როგორც უნივერსიტეტის წარმომადგენლები განმარტავენ, ბოლო პერიოდში აღნიშნულ მიმართულებებზე მოთხოვნა იზრდება მსოფლიო მასშტაბით და სწორედ ამიტომ გადაწყდა საქართველოს კამპუსში მათი შეთავაზება.

„ვებსტერ საქართველო“ ამჟამად შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს სთავაზობს აბიტურიენტებს:

  • ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი) - პროგრამის კოდი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - 2020101
  • საერთაშორისო ურთიერთობები (ინგლისურენოვანი) - პროგრამის კოდი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - 2020102
  • კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი) - პროგრამის კოდი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - 2020103
  • ფსიქოლოგიის მეცნიერება (ინგლისურენოვანი) - პროგრამის კოდი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - 2020104

ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსში სხვა კამპუსების ანალოგიური სასწავლო პროგრამები ხორციელდება. თუმცა მნიშვნელოვნად განსხვავდება სწავლის ღირებულება. საქართველოს მოქალაქეებისთვის აკადემიური წლის სწავლის გადასახადი 22 000 ლარია. მაგალითად, ანალოგიურ საბაკალავრო პროგრამებზე ნიდერლანდებში სწავლა ღირს 16 080$, ავსტრია - 22 254$, აშშ - 29 680$, შვეიცარია - 36 020$.

„ვებსტერ საქართველო“ სტუდენტებს არა მხოლოდ უმაღლეს ამერიკულ განათლებასა და ამერიკულ დიპლომს სთავაზობს, არამედ სწავლას უნივერსიტეტის 50-მდე კამპუსიდან ნებისმიერში.

ვებსტერი ამერიკული საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული წარმომადგენელია. 1915 წელს დაარსებული უნივერსიტეტის მთავარი კამპუსში აშშ-ში, მისოურის შტატში მდებარეობს. პირველი საერთაშორისო ფილიალი 1972 წელს ჟენევაში, შვეიცარიაში გაიხსნა. ამჟამად კი ვებსტერის უნივერსიტეტს სასწავლო კამპუსები აქვს შვეიცარიაში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში, ნიდერლანდებში, ჩინეთში, ტაილანდში, განასა და საბერძნეთში.

(R)

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა