კორეული მედია - რუსეთის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული სამხრეთ კორეის მოქალაქე მისიონერი იყო

რუსეთის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული სამხრეთ კორეის მოქალაქე მისიონერი იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეული მედია ავრცელებს.

სამხრეთ კორეული სატელევიზიო კომპანია JTBC-ის ცნობით, ბაეკ ვონ-სონი ვლადივოსტოკში ჩინეთიდან გადავიდა და იქ მყოფი ჩრდილოეთ კორეელი მუშებისთვის მისიონერულ საქმიანობას ასრულებდა.

ასევე, საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი აცხადებს, რომ ბაეკ ვონ-სონი ჩრდილოეთ კორეელებს გაქცევაში ეხმარებოდა.

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ დაკავებული სამხრეთ კორეელი მამაკაცის უსაფრთხოდ დაბრუნების მიზნით სამხრეთ კორეა რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

შეგახსენებთ, გუშინ, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ 53 წლის სამხრეთ კორეის მოქალაქეს, ბაეკ ვონ-სონს ბრალად უცხოური დაზვერვის სამსახურებისთვის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გადაცემა ედება.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება