არჩილ თალაკვაძე მელია-გვარამიას „ახალზე“ - ეს არის ძველი, ძალიან ცუდი ძველი - მელიას და გვარამიას „ნაცმოძრაობის“ ნანგრევებიდან მიაქვთ აგურები და პატარ-პატარა, 1%-იან სტრუქტურებს აშენებენ

სინამდვილეში არაფერი ახალი. ეს არის ძველი პოლიტიკური ჯგუფი, ძველი ღირებულებებითა და იმ ძველი გამოცდილებით, რომლითაც ქვეყანას არაერთი უბედურება მოუტანეს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას გაერთიანებას.

თალაკვაძის თქმით, მსგავსი პარტიები იმიტომ ყალიბდება, რომ “ნაციონალური მოძრაობის” სტრუქტურა და პარტია დაშლის საბოლოო ფაზაშია და “ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას მსგავს ადამიანებს მიაქვთ ნანგრევებიდან აგურები და ცალ-ცალკე პატარ-პატარა 1%-იან სტრუქტურებს აშენებენ.”

“სინამდვილეში არაფერი ახალი. ეს არის ძველი პოლიტიკური ჯგუფი, ძველი ღირებულებებითა და იმ ძველი გამოცდილებით, რომლითაც ქვეყანას არაერთი უბედურება მოუტანეს. თუ თქვენ რაიმე ახალს ხედავთ, გვითხარით, მაგრამ მე ძალიან ბევრი ადამიანის აზრი ვიცი და მათი პირველი რეაქციაა, რომ ეს არის ძველი. სამწუხაროდ, ძალიან ცუდი ძველი.

რაც შეეხება, რატომ შედგა ეს გაერთიანება და რატომ ყალიბდება ასეთი 1%-იანი და 2%-იანი პოლიტიკური ჯგუფები, ეს ხდება იმიტომ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” სტრუქტურა და პარტია არის დაშლის საბოლოო ფაზაში და ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას მსგავს ადამიანებს მიაქვთ ნანგრევებიდან აგურები და ცალ-ცალკე პატარ-პატარა 1%-იან სტრუქტურებს აშენებენ.

როგორც ითქვა და მეც ვადასტურებ, ასეთი მცირე ჯგუფების შექმნა ოპოზიციაში ჩვენ დაგვეხმარება, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიმდინარე წლის არჩევნებში”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ნიკა მელია და ნიკა გვარამია გაერთიანდნენ. მათი გაერთიანების სახელწოდებაა "ახალი", ხოლო არჩევნებში მონაწილეობას საარჩევნო ნომერი 4-ით მიიღებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა