ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე რატი იონათამიშვილის კანდიდატურა განიხილება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე რატი იონათამიშვილის კანდიდატურა განიხილება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის უმრავლესობას სწორედ რატი იონათამიშვილის კანდიდატურას წარუდგეს.

„უმრავლესობის მიმართ ჩემი შეთავაზება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე იქნება რატი იონათამიშვილის კანდიდატურა. ვესაუბრე რატისაც, მას ამაზე უარი არ უთქვამს. ყველზე ორგანული თუკი ვინმესთვის შეიძლება ეს სფერო იყოს, არის რატი იონათამიშვილისთვის. მათ შორის პროფესიონალი ადამიანები გვყავს, ეს არის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური, სოზარ სუბარი, კახი კახიშვილი, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვთ ამ მიმართულებით, თუმცა, ამ შემთხვევაში, რატი გარკვეულ სიმბოლოსაც კი წარმოადგენს უფლებების დაცვის სფეროში. ეს სიმბოლიზმი და მისი გამოცდილება იმდენად ემთხვევა ერთმანეთს, რომ აქ საკამათო თემაც არ შეიძლება იყოს. ვფიქრობ, რომ კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი იქნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც კომიტეტის უკვე ყოფილი თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის მინისტრად დანიშნა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება