ეკონომიკის სამინისტრო - სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევები, გასულ წელს 2018 წელთან შედარებით, 42%-ით არის შემცირებული

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიღებიდან დღემდე სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა - უბედური შემთხვევები 2018 წელთან შედარებით 2023 წელს 42%-ით არის შემცირებული.

როგორც მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ შრომითი უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. მან ამ კონტექსტში შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოებას გაუსვა ხაზი.

„მნიშვნელოვნად გაიზარდა შრომითი ნორმების დაცვისთვის განხორციელებული ინსპექტირებების რაოდენობა, რომელმაც 2023 წელს 5 847-ს მიაღწია და 154 ათასამდე დასაქმებული მოიცვა“, - აღნიშნა გენადი არველაძემ.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე “ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების შესრულების ანგარიში მოისმინა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია