თსუ-ს პირველ კორპუსთან სტუდენტებისთვის კვების ახალი ობიექტი ამოქმედდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის კვების ობიექტი უახლოეს პერიოდში, უნივერსიტეტის პირველ კორპუსთანაც გაიხსნება.

მათივე ცნობით, სივრცე, სადაც კვების ობიექტის გახსნა იგეგმება, თსუ-ს რექტორმა, ჯაბა სამუშიამ, კანცლერმა ლაშა საღინაძემ, რექტორის მოადგილემ კახა ჭეიშვილმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დაათვალიერეს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს სივრცის პროექტირებაზე მუშაობა.

„მომავალი კვირიდან გამოცხადდება ტენდერები ტექნიკის, ავეჯისა და საჭირო ინვენტარის შესაძენად, ჩატარდება კოსმეტიკური რემონტი და მოეწყობა კაფეს როგორც შიდა, ასევე გარე სივრცე. ამასთან, სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ხარისხიანი, მრავალფეროვანი საკვები, შეღავათიან ფასში.

კვების ობიექტი, ძირითადად თსუ-ის 1-ელი, მე-2 და მე-6 კორპუსების, სტუდენტებსა და თანამშრომლებს მოემსახურება, სადაც თსუ-ს სტუდენტებიც დასაქმდებიან.

კვების ობიექტი უკვე ამოქმედდა მეათე (მაღლივი) კორპუსში, სადაც სტუდენტებს სარგებლობენ ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სერვისებით“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს