მამუკა ხაზარაძე - ჩვენ ვიცით, როგორც აღმოვფხვრათ 200 000 სამუშაო ადგილის დეფიციტი საქართველოში - ამ უიმედობას დავამარცხებთ, რომელიც დათესა ბიძინამ და მისმა „ქართულმა ოცნებამ“

ჩვენ ვიცით, როგორც აღმოვფხვრათ 200 000 სამუშაო ადგილის დეფიციტი საქართველოში, რომელიც ეკუთვნის ამ ქვეყანას და ჩვენ თითოეულ მოქალაქეს. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ჩვენი ტვინები, ჩვენი შვილები, ჩვენი მუშახელი დასაქმებულნი იყვნენ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე საქართველოში. ამიტომ ჩვენ ამ უიმედობას დავამარცხებთ, რომელიც დათესა ბიძინამ და მისმა „ქართულმა ოცნებამ“ და ამ ქვეყანას დავიბრუნებთ, - ამის შესახებ „ლელოს“ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველასთვის ცნობილია, რომ დღეს, ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა არის უმუშევრობა, რომელიც არის ყველაზე დიდი გამოწვევა ქვეყნის ეკონომიკისთვის და მომავლისთვის. მისვე თქმით, „ქართული ოცნება“ თავს იწონებს თავისი ეკონომიკური წარმატებებით, მაგრამ რეალობა არის აბსოლუტურად სხვა, რომელიც აისახება თითოეული მოქალაქის ჯიბეზე.

„სამუშაო ადგილები არის ძალიან ცოტა, დაბალანაზღაურებადი და ძალიან არასტაბილური. ეს იწვევს ქვეყნიდან ძალიან დიდ მიგრაციას და რაც ყველაზე მთავარია ქვეყნიდან გადიან ახალგაზრდები, ჩვენი ოქროს ფონდი, რომელიც პირდაპირ ურტყამს ჩვენ დემოგრაფიას, გადის ინტელექტუალური ძალა და ქვეყანა რეალურად არის გაჩერებული. თუმცა, „ქართული ოცნების“ დაპირება, რომელიც ამბობდა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლაა, არის აბსოლუტურად საპირისპირო. ბიძინა ივანიშვილი 2019 წელს, პირდაპირ ამბობდა ღია ეთერში და ჰპირდებოდა ჩვენ მოსახლეობას, რომ შეუძლებელია საქართველოში შეიქმნას მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები. პირდაპირ მოუწოდა ჩვენ მოქალაქეებს, რომ ბილეთები იქნებოდა სუბსიდირებული და მოქალაქეებს უნდა ეშოვათ სამსახური ქვეყნის ფარგლებს გარეთ. სწორედ მათმა პოლიტიკამ შექმნა ქვეყანაში 200 000 სამუშაო ადგილის დეფიციტი, ამ პოლიტიკამ შექმნა ის უზარმაზარი დაშორება რეალურ დასაქმებასა და იმ შესაძლებლობას შორის, რომელიც ჩვენ ქვეყანას დღეს გააჩნია“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, საქართველო ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანას ან თურქეთს რომ შეედაროს, დასაქმების მხრივ საქართველოში 200 000 სამუშაო ადგილით მეტი უნდა იყოს და ეს რეალობაა.

„რატომ არ აკეთებს და ვერ აკეთებს ამას „ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი? იმიტომ, რომ მათ დათესეს ქვეყანაში უიმედობა და ნიჰილიზმი, არ აქვთ არანაირი იდეა და რაც ყველაზე მთავარია, ისინი ემსახურებიან რუსეთს და „ლელო“ ემსახურება საქართველოს და ქართულ ინტერესს. ამიტომ, ჩვენ რეალურად შეგვიძლია აღმოვფხვრათ 200 000 სამუშაო ადგილის დეფიციტი ამ ქვეყანაში და ძალიან სწრაფად დავამთავროთ ისეთი პროექტები, როგორიც არის ანაკლია, ანაკლიის ქალაქის მშენებლობა, რომელიც ათეულ ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის, მთელი ქვეყნის მასშტაბით შევქმნათ IT ცენტრები, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს ინოვაციაში ჩაერთონ და შექმნან თავიანთი მომავალი. ჩვენ ევროსტანდარტების შესაბამისად შეგვიძლია განვახორციელოთ „მწვანე ინფრასტრუქტურული პროექტები“ ჩვენ ქვეყანაში, ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ ისეთი პროექტები, როგორიც არის ქუთაისის ლოჯისტიკური ცენტრი, თელავის, აჭარის და უამრავი სხვა რამ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს