"მრავალეროვანმა საქართველომ“ მარკ კლეიტონს უმასპინძლა

დღეს „მრავალეროვანმა საქართველომ“ თავის ოფისში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონს უმასპინძლა.

"მრავალეროვანი საქართველოს" ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ ორგანიზაციის ლიდერები და მისი ქოლგის ქვეშ გაერთიანებული სომხური და აზერბაიჯანული თემების წარმომადგენლები.

"დამსწრეებმა ისაუბრეს ეთნოსთაშორის სფეროში არსებულ მდგომარეობასა და არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის არჩევნებში ახალი ტექონოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით. საუბარი, ასევე, შეეხო ორგანიზაციის სამომავლო გეგმებსა და არსებული პრობლემების შემსუბუქების ხედვებს, განსაკუთრებით ეთნიკურ უმცირესობათა პოლიტიკური მონაწილეობისა და წარმომადგენლობის გასაზრდელად. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ბრიტანეთის საელჩოს დიდ როლსა და ღვაწლს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში, ისევე როგორც ფასდაუდებელ მხარდაჭერას ეთნიკური უმცირესობებისათვის პრიორიტეტული საკითხებისადმი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია