გიორგი კახიანი - შვეიცარიის კონფედერაციაში პარლამენტის თავმჯდომარის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ვიზიტი იქნება - ჩვენ მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ასეთი შეხვედრებით ქვეყნებს შორის ურთიერთობები უნდა განვავითაროთ

შვეიცარიის კონფედერაციაში პარლამენტის თავმჯდომარის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ვიზიტი იქნება. შეხვედრები გაიმართება შვეიცარიის ორივე პალატის თავმჯდომარესთან, ასევე შეხვედრა იქნება შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის შვეიცარიის ვიზიტის შეფასების დროს განაცხადა.

მისი თქმით, შვეიცარია საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და ამ ქვეყნის განვითარების გაზიარება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

,,შვეიცარია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მტკიცედ უჭერს მხარს. შვეიცარიასთან საქართველოს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ბუნებრივია, ასეთი შეხვედრებით ქვეყნებს შორის ურთიერთობები უნდა განვავითაროთ. მნიშვნელოვანი პოტენციალი გვაქვს იმისა, რომ შვეიცარიასთან სავაჭრო ურთიერთობები განვავითაროთ, მათ შორის ტურიზმის ნაწილში კიდევ შეიძლება ურთიერთობების განვითარება. შვეიცარია საინტერესო სახელმწიფოა იმ თვალსაზრისით, რომ დიდი გამოცდილების ქვეყანაა, ევროპაში ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანაა, რომლისგან ბევრი რაღაცის გადმოღება შეგვიძლია,” - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე