თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის განცხადებით, ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის დასრულება 2025 წლის შემოდგომაზე იგეგმება

თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის, გიორგი პაპავას განცხადებით, ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის დასრულება 2025 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

მისივე თქმით, სამშენებლო სამუშაოებს ზედამხედველობას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გაუწევს.

“მომდევნო კვირიდან ნარაყილას ციხის რეაბილიტაციის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. ბიუჯეტი არის 13 მილიონი ლარი. სამუშაოს შესრულების ვადა 2025 წლის შემოდგომა იქნება. პროექტის ფარგლებში განხორციელდება ბოტანიკური ბაღიდან და ცენტრალურ შესასვლელამდე არსებული ძირითადი კედლის გადაწყობა-რეაბილიტაცია. ასევე, ტერიტორიის მოპირწყვა, მხატვრულ-დეკორატიული მინათების გაკეთება და უსაფრთხო ბილიკების ტურისტული მარშრუტების დადგენა.

სამშენებლო სამუშაოებს ზედამხედველობას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გაუწევს. პროექტი შეთანხმებულია, როგორც საპატრიარქოსთან, ასევე, კულტურის სამინისტროსთან”, - განაცხადა გიორგი პაპავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია