შალვა პაპუაშვილი - შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებზე საუბარი გვექნება, როგორც საპარლამენტო თანამშრომლობის შესახებ, ასევე ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე

საპარლამენტო დელეგაციის ფარგლებში ვიზიტი შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში გვექნება, სადაც პირველ რიგში პარლამენტში ჩვენს კოლეგებს, პარლამენტის თავმჯდომარეებს შევხვდებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა შვეიცარიის კონფედერაციაში ვიზიტის დროს განაცხადა.

როგორც, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები, სადაც საუბრის მთავარი თემა, გამოცდილების გაზიარება და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება იქნება.

,,დღეს, შვეიცარიაში შეხვედრა გვექნება პარლამენტის ხელმძღვანელებთან, ასევე სამთავრობო უწყებებთან. საუბარი გვექნება როგორც საპარლამენტო განზომილებაზე ჩვენი თანამშრომლობის, ასევე ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე. წლების განმავლობაში, შვეიცარიასა და საქართველოს შორის ძალიან ნაყოფიერი პარტნიორობა ჩამოყალიბდა. განსაკუთრებით ეს ეხება სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის სფეროებს ისევე, როგორც პროფესიული განათლების სფეროს, რომელიც შვეიცარიაში განსაკუთრებით განვითარებულია. როგორც ამ თემებზე, ასევე საპარლამენტო საქმიანობაზე გვექნება საუბარი. 2022 წელს, საქართველოში ვუმასპინძლეთ შვეიცარიის პარლამენტის დელეგაციას, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით. ახლა შესაძლებლობა მექნება საპასუხო ვიზიტის.

საუბარი გვექნება იმ გამოცდილებაზე, რომელიც შვეიცარიის პარლამენტს აქვს. განსაკუთრებით ეს შეეხება საზოგადოებასთან ურთიერთობას. იცით, რომ შვეიცარიას უნიკალური გამოცდილება აქვს პირდაპირი დემოკრატიის. ამ მხრივ, განსაკუთრებით საინტერესოა, როგორ ხდება კონსულტაციები სხვადასხვა ინტერესის ჯგუფებთან სხვადასხვა კანონმდებლობის მიღების პროცესში,” - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში გაემგზავრა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია 12-16 მარტს შეხვედრებს გამართავს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო