საჯარო სკოლების 7412-მა მოსწავლემ საინფორმაციო-სასწავლო კურსი „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ გაიარა

ცესკოს ინფორმაციით, 353 საჯარო სკოლის 7412-მა მოსწავლემ საინფორმაციო-სასწავლო კურსი „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ გაიარა.

მათივე ცნობით, პროექტი, რომლის მიზანიც ახალგაზრდების საარჩევნო ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის ხელშეწყობაა, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა (ცესკო) და საარჩევნო სისტემების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) მიერ განხორციელდა.

„საარჩევნო რეფორმის გათვალისწინებით განახლებული პროგრამის ფარგლებში XI-XII კლასის მოსწავლეები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს გაეცნენ, როგორიცაა: არჩევნების მოდერნიზაცია და ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო პრაქტიკა; კენჭისყრის პროცესის საარჩევნო ტექნოლოგიებით ჩატარების სიახლეები; ამომრჩევლის როლის მნიშვნელობა და მათთვის დანერგილი საარჩევნო სერვისები; საარჩევნო უფლების რეალიზება, ფარულობა და დაცულობა კენჭისყრის პროცესში; ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მნიშვნელობა და ა.შ. მოსწავლეებმა ასევე გაიარეს პრაქტიკული სწავლებაც და მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ არჩევნებში.

საინფორმაციო სასწავლო კურსი 64 მუნიციპალიტეტში (მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტებში) 2024 წლის 12-29 თებერვლის პერიოდში ჩატარდა. პროექტის იმპლემენტაცია სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებულმა 101 ტრენერმა უზრუნველყო.

პროექტი 2015 წლიდან ხორციელდება და დღემდე საინფორმაციო-სასწავლო პროგრამა 1706 საჯარო სკოლის 33500-მდე მოსწავლემ გაიარა.

აღსანიშნავია, რომ ცესკო და სწავლების ცენტრი საარჩევნო კულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით არაერთ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში სწავლების ცენტრმა ასევე ჩაატარა საინფორმაციო კურსი „დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო“ საჯარო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის. კურსში მონაწილეობა 473 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა და 23 საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა მიიღეს.

ცესკომ და სწავლების ცენტრმა ორივე პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან პარტნიორობით განახორციელა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში