Google-ის ინიციატივა Women Techmakers „თიბისისთან“ პარტნიორობით, ხვალ, ტექ ღონისძიებას ჩაატარებს

„თიბისის“ მხარდაჭერით, 14 მარტს 13:00 საათზე ტერმინალი მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას „შეცვალე მომავალს“ უმასპინძლებს.

„თიბისის“ ინფორმაციით, საქართველო უკვე მეექვსედ მასპინძლობს WTM ღონისძიებას.

„ქალთა საერთაშორისო დღე გლობალური ღონისძიებების სერიაა, რომელიც Google's Women Techmakers პროგრამის ელჩების მიერ არის ორგანიზებული. პროგრამა ტექნოლოგიაში გენდერული გამოწვევების გადალახვას და ისეთი სამყაროს შექმნას ეძღვნება, სადაც წარმატების მიღწევა ყველა ქალს შეუძლია.

ღონისძიება Google-ის, „თიბისის“, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის და Terminal-ის მხარდაჭერით იმართება.

ტერმინალში, აბაშიძის 34-ში ღონისძიებაზე შეკრებილებს 3 სივრცე და არა ერთი საინტერესო სპიკერი დახვდებათ. იქნება მთავარი სცენა, სადაც ყველაზე საინტერესო თემები გაიშლება და ზოგად ტექნოლოგიებს და ინსპირაციულ საუბრებს დაეთმობა. ასევე, იქნება ვორქშოფების სივრცე, სადაც სხვადასხვა ტექნოლოგიური თემა სიღრმისეულად გაიშლება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბანკის განმარტებით, მესამე სივრცეც იქნება, სადაც მოეწყობა კომპანიების გამოფენა. ღონისძიების დამსწრეები შეძლებენ, ინფორმაციის მისაღებად უშუალოდ კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრონ.

„ჩვენს გამოცდილებას გავაზიარებთ, მოვყვებით, როგორ მოვხვდით ტექნოლოგიებში და შეიძლება, სხვებსაც სურვილი გაუჩნდეთ, სფეროს შეუერთდნენ, დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების. ჩვენ ამ ღონისძიებით დაინტერესებულ ქალებს მივცემთ გზამკვლევს - რა მიმართულებით შეუძლიათ წასვლა“, - განაცხადა ელენე კვარაცხელიამ, WTM ამბასადორი, „თიბისის“ დეველოპერი და ჩეპტერ ლიდი, ელენე კვარაცხელია იქნება.

Google's Women Techmakers-ის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ღონისძიება გაანათლებს, დააკავშირებს და შთააგონებს ადგილობრივ ტექნოლოგიურ საზოგადოებას.

დღის წესრიგს გაეცანით აქ

წინასწარი რეგისტრაცია გაიარეთ აქ

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ