რომან გოცირიძე - ჩემს თავს ვხედავ კოალიციაში და არა რომელიმე პარტიაში - „ნაციონალური მოძრაობის" რყევების პროცესი უნდა დამთავრდეს

მე ჩემს თავს განვიხილავ დიდი კოალიციის ნაწილად - ჩემს თავს ვხედავ კოალიციაში და არა რომელიმე პარტიაში, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" რყევების პროცესის დასრულების შემდეგ ოპოზიციას საშუალება ექნება, წარმოიდგინოს ის მოდელი, როგორ გადის საპარლამენტო არჩევნებზე.

„მე ყოველთვის ჩემს თავს ვხედავ იმ დიდ პოლიტიკურ გაერთიანებაში, ანუ კოალიციაში თუ ალიანსში, რომელიც ბარიერის გადალახვის შემდეგ "ნაციონალურ მოძრაობასთან" და გახარიას პარტიასთან ერთად, (დიდი ალბათობით გახარიას პარტიაც გადალახავს) შექმნის ახალ კოალიციას და ჩამოაყალიბებს მთავრობას. ეს მოდელი მუდამ იყო ჩემი მხრიდან მხარდაჭერილი. მე ჩემს თავს განვიხილავ დიდი კოალიციის ნაწილად. „ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსვლის დღიდან, მე არასდროს მითქვამს, რომ მე შევდივარ რომელიმე პარტიაში - ან არსებულში, ან ახლად შექმნილში“, - განაცხადა გოცირიძემ.

როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პარტია "ახალს" დიდი პერსპექტივა და გაფართოების რესურსები აქვს.

„თუ როგორი იქნება ოპოზიციის განლაგება წინასაარჩევნოდ სტარტზე, ამის პროგნოზირება შეუძლებელია, სანამ არ დამთავრდება პროცესები „ნაციონალურ მოძრაობაში". გვეგონა, რომ ეს პროცესი დამთავრდა და ნიკა მელიას მომხრეები შექმნიდნენ პარტიას, მოულოდნელად, სულ სხვა რეალობა მივიღეთ და გვარამია თავისი მომხრეებით ასევე გამოეყო "ნაციონალურ მოძრაობას". კარგია, რომ არ იქმნება ორი პარტია, ამ შემთხვევაში ერთი მძლავრი პარტიის შექმნა, რომელსაც აქვს დიდი პერსპექტივა, არის სწორი. „ნაციონალური მოძრაობის" რყევების პროცესი უნდა დამთავრდეს. ამის შემდეგ ოპოზიციას ექნება საშუალება წარმოიდინოს ის მოდელი, როგორ გადის - გადის პარლამენტში მეტი ადგილებით, 5%-იანი ბარიერის გადალახვის გზით, თუ გადის ამ ხელისუფლების შესაცვლელად," - განაცხადა გოცირიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს