აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ზუგდიდის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ამჯერად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა.

აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ზუგდიდში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში არსებულ მდგომარეობაზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებზე და ერთად იმსჯელეს დევნილთა წინაშე არსებული პრობლემური საკითხების მოგვარების გზებზე.

მათივე ცნობით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს განახორციელებს.

„მოქალაქეებთან სისტემატური კომუნიკაციის შედეგად, არაერთი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი განვახორციელეთ და ვაგრძელებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით, დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებთან შეხვედრებს, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებების შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით“,- განაცხადა დავით ფაცაციამ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია