შალვა პაპუაშვილი - 2008 წლის ომი, სულ მცირე, მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკური დანაშაულია, ამას დიდი საუბარი არ სჭირდება, თუმცა არ ვიცი, გამოძიება რამდენად რელევანტურია ამ მომენტისთვის

2008 წლის აგვისტოს ომზე თავად "ნაციონალური მოძრაობა" საუბრობს - ის არის მონაწილე იმ რეზოლუციის, რომლის შემუშავებაშიც მონაწილეობა მიიღეს და მხარი დაუჭირეს, სადაც ისინი ამბობდნენ ქართულ ჯარზე, რომ საომარი მოქმედებები სწორედ ქართველმა ჯარისკაცებმა დაიწყეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჰააგასა და სტრასბურგში მათი ხელისუფლების პირობებში ყველა ეს პროცესი საქართველოს ხელისუფლების გამარჯვებით დასრულდა.

,,წლებია, ჩვენ ვცდილობდით, რომ ამ საკითხზე თავი აგვერიდებინა, მათ შორის სასამართლო პროცესების გამო ჰააგასა და სტრასბურგში. ყველა ეს პროცესი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს საქმეები იმდენად სუსტად ყოფილიყო მომზადებული, რომ საქართველოს წაეგო, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ ეს ყველაფერი შემოატრიალა და პროცესები მოვიგეთ. ის, რომ 2008 წლის ომი მინიმუმ ხელისუფლების პოლიტიკური დანაშაულია, მგონი, ამას დიდი საუბარი არ სჭირდება. საჭიროა თუ არა გამოძიება და ა.შ. ეს არ ვიცი, რამდენად რელევანტურია ამ მომენტისთვის, თუმცა რა თქმა უნდა, ისინი პოლიტიკური დამნაშავეები არიან იმ უბედურებებზე, რაც საქართველოში მათი ხელისუფლების დროს ტრიალებდა, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის ჩათვლით,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე