ვასო ურუშაძე - დღეს საწვავზე უსამართლოდ მაღალი ფასებია - ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად საქართველოს მოქალაქეებს უფრო ძვირის გადახდა უწევთ, ვიდრე მისი საბაზრო ღირებულებაა

დღეს საწვავზე უსამართლოდ მაღალი ფასებია - ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად საქართველოს მოქალაქეებს უფრო ძვირის გადახდა უწევთ, ვიდრე მისი საბაზრო ღირებულებაა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ განაცხადა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ურუშაძე ტაქსის მძღოლებს შეხვდა და მათ გაძვირებულ საწვავის ფასზე ესაუბრა.

ურუშაძის განცხადებით, საწვავზე მაღალი ფასები გამოწვეულია ივანიშვილის მთავრობის გადაწყვეტილებებით, მათი კორუფციული ინტერესებით da მაღალი გადასახადებით.

„აქციზის განაკვეთი საქართველოში ბევრად მაღალია, ვიდრე ჩვენს მეზობელ ქვეყნებში: სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, უზბეკეთში. ამას ემატება დამატებითი ღირებულების გადასახადი - 18% ყოველი ლიტრი საწვავიდან. ფასების ზრდას იწვევს ივანიშვილისა და მისი გარემოცვის კორუფციული ინტერესები და კარტელური გარიგებები ნავთობ იმპორტიორ კომპანიებს შორის, რაც ბაზარზე მონოპოლიურ გარემოს აყალიბებს. ჯამში, საწვავზე ფასნამატი 1.50 ლარს წარმოადგენს.

გაძვირებული საწვავი სხვადასხვა მომსახურების სერვისებსა და პროდუქციაზე ფასების ზრდას იწვევს. ძვირდება ტაქსით მომსახურების სერვისი, ტრანსპორტი, დისტრიბუციის ხარჯები, რაც შემდეგ სხვადასხვა სასურსათო პროდუქციაზე ფასების გაძვირებას იწვევს”, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს