გიორგი ამილახვარმა პროფესიული უნარების სააგენტოს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, პირველ მოადგილე ალექსანდრე წულაძესთან და პროფესიული უნარების სააგენტოს ახალ ხელმძღვანელ, ირინა მარგიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა სააგენტოს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე ერთობლივი პროექტები და პარტნიორობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

„გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა პარტნიორ ორგანიზაციებს საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების მხარდაჭერისა და ამ მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებისთვის. მინისტრმა აღნიშნა, რომ პროფესიული განათლების კუთხით საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან არსებული ერთობლივი პროექტები კვლავ გაგრძელდება და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

გიორგი ამილახვარის თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაიმართება და მათ პერმანენტული ხასიათი ექნება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა