ნინო თანდილაშვილი გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიის (UNEA-7) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეექვსე სესიაზე (UNEA-6) 2 წლის ვადით გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიის (UNEA-7) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„გაეროს გარემოს დაცვის ასამბლეა, რომელიც 193 წევრ ქვეყანას აერთიანებს, წარმოადგენს მსოფლიოს უმაღლესი დონის გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასამბლეა ადგენს გლობალურ გარემოსდაცვით დღის წესრიგს და განსაზღვრავს პოლიტიკისა და საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართლის პრიორიტეტებს.

გაეროს გარემოს დაცვის ასამბლეა, რესურსების მობილიზაციისა და გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევის კუთხით, ხელს უწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს