შალვა პაპუაშვილი - შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს მადლობა გადავუხადეთ ჟენევის ფორმატში მედიაციისთვის

დელეგაციას შეხვედრა ჰქონდა შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტის ქვედა პალატის პრეზიდენტთან. რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტის ერიკ ნუსბაუმერთან შეხვედრის შემდეგ.

მისი განცხადებით, შვეიცარიის გვერდში დგომის დამსახურებაა ის, რომ რეგიონში არსებული რთული სიტუაციის და გამოწვევების კვალობაზე საქართველო სწორედ ასეთი ინსტრუმენტების გამოყენებით სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებას ახერხებს.

,,მას მადლობა გადავუხადეთ შვეიცარიის როლისთვის, რასაც შვეიცარია ასრულებს მედიაციის მხრივ ჟენევის ფორმატში. შვეიცარიის გვერდში დგომის დამსახურებაა ის, რომ რეგიონში არსებული რთული სიტუაციის და გამოწვევების კვალობაზე საქართველო სწორედ ასეთი ინსტრუმენტების გამოყენებით სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებას ახერხებს. რა თქმა უნდა, საუბარი იყო საპარლამენტო ურთიერთობაზე. ჩემი კოლეგა საქართველოში ორი წლის წინ იმყოფებოდა. მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე არ იყო, თუმცა დელეგაციის წევრი იყო, თბილისში მისი ვიზიტი გავიხსენეთ. ასევე, ვისაუბრეთ პარლამენტებს შორის აპარატების თანამშრომლობაზე. განსაკუთრებით. რაც შეეხება ახალგაზრდების მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში. ამ მხრივ შვეიცარიას კარგი გამოცდილება აქვს და ამ გამოცდილებას სიამოვნებით გავეცნობით. ყველა სექტორზე ვისაუბრეთ, რაზეც ქვეყნები ვთანამშრომლობთ. ეს განსაკუთრებით ეხება სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის საკითხებს, ამ თვალსაზრისით, იმ საკანონმდებლო ჩარჩოზე ვისაუბრეთ, რაც შვეიცარიაში არსებობს და იმ გეგმებზე, რაც საქართველოს პარლამენტს აქვს ენერგო დამოუკიდებლობის სამართლებრივი ჩარჩოს შექმნის კუთხით,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება