გლდანში, სამ მისამართზე სპორტული მოედნების რეაბილიტაცია დასრულდა

გლდანის გამგეობის მიერ, რაიონში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება.

დედაქალაქის მერიის ცნობით, ამ ეტაპზე, შესაბამისი სამუშაოები სამ მისამართზე დასრულდა. მათ შორის, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ავჭალის ქუჩა N5, შალვა აფხაიძის შესახვევი N15 და ზაჰესში, თავისუფლების ქუჩა N13ა კორპუსებთან არსებულ სტადიონებს.

„პროექტის განხორციელების შედეგად დაზიანებული ინვენტარი სრულად განახლდა. ჯამში, სამივე მოედნისთვის 146 491 ლარი დაიხარჯა.

დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს