მამუკა მდინარაძე - რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელიც დადებითად აისახება თითოეული მოქალაქის, განსაკუთრებით იმ ადამიანების ჯიბეზე, რომლებსაც კრედიტები აქვთ

არამხოლოდ სასიხარულო, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება, რაც დიდი ხანია არ მომხდარა, არის საეტაპო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც თითოეული მოქალაქის, განსაკუთრებით იმ ადამიანების ჯიბეზე, რომლებსაც კრედიტები აქვთ, დადებითად აისახება, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას რეფინანსირების განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებით.

მისი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით საქართველოს ბევრი მოქალაქე იგრძნობს შეღავათს და კარგია, რომ ეროვნულ ბანკს შეუძლია, საზოგადოებას ამ კუთხით დახმარება გაუწიოს.

"ამ ქვეყნის ბევრი მოქალაქე, თავის ჯიბეზე იგრძნობს ამ შეღავათს. ეს შეიძლება არ იყოს რაღაც დრამატული ცვლილება, მაგრამ კარგი ამბავია ის, რომ მოაკლდებათ ადამიანებს სესხის საპროცენტო განაკვეთი, რაც მათ ჯიბეზე, ბუნებრივია, პოზიტიურად აისახება. ეს ძალიან დიდი ხანია არ მომხდარა და მივესალმები ეროვნული ბანკის ამ ისტორიულად ძალიან კარგ გადაწყვეტილებას საფინანსო სექტორში. ძალიან კარგია, რომ საქართველოს და მის ეროვნულ ბანკს დღეს ამის საშუალება გააჩნია, რომ რეფინანსირების განაკვეთი შეამციროს და ამით საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთი დახმარება გაუწიოს ფინანსური სფეროს მიმართულებით", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 13 მარტს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) 0.75 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად სებ-მა ქვეყანაში არსებული დაბალინფლაციური გარემო და ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის შენარჩუნება დაასახელა.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებით სუბურბან საგურამოში ლიმიტირებულ მიწის ნაკვეთზე
არქიში ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის - 201 ბინა გაიყიდა
იმპექსის სააფთიაქო ქსელმა მომხმარებელს KORRES-ის ინოვაციური ანტიასაკობრივი ხაზი Black Pine Primus წარუდგინა
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა