მამუკა მდინარაძე - როგორც კი კოალიციას ახსენებენ, საუბარია „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, რაც წარმოუდგენელი ამბავია და საქართველო ამ ბნელი წარსულის დაბრუნებას, ბუნებრივია, არ დაუშვებს

„ნაცმოძრაობას“ აქვს ე.წ. ჭერი, თავის რეიტინგის ოცი პროცენტი. ოც პროცენტს ქვემოთ არიან. შესაბამისად, მისგან [ნაციონალური მოძრაობისგან] გამიჯვნის პიარ სტრატეგია მიზნად ისახავს იმას, რომ მეორე 20 პროცენტზე იმუშაონ , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, წარმოუდგენელია „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნა, რადგან მათ აქვთ საერთო წარსული, საერთო აწმყო და საერთო მომავალი.

„უკვე იციან, რომ 60 პროცენტი არის „ქართული ოცნების“ ელექტორატი. ჩვენი არეალი დაახლოებით 60 პროცენტშია, არ გამოვრიცხავ, რომ 60 პროცენტზე ზევითაც წავიდეთ, იმიტომ, რომ ის 20 პროცენტი, ე.წ. შუაში მყოფი, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი საით წავა, კაცმა არ იცის და დიდი შანსია, რომ „ქართულ ოცნებას“ ბევრმა მათგანმა დაუჭიროს მხარი. ამ 20 პროცენტზე მუშაობისათვის ისინი ცდილობენ, „ნაცმოძრაობას“ გაემიჯნონ, რომ იმ ჩვიდმეტი-თვრამეტი პროცენტიდან გამოძვრნენ. ამიტომ არის საოცარი მცდელობის მომსწრეები რომ ვართ, რომ მელია, გვარამია, ხაზარაძე და „ნაცებთან“ მოღალატე გახარიაც კი ცდილობს, რომ გაემიჯნოს. საკრებულოებში „ნაცებთან“ კოალიციაში მყოფი გახარიაც კი ამას ცდილობს, რომ იმ შუა ოც პროცენტზე იმუშაოს და რატომ არ აქვთ იქ შანსი იცით? - წარმოუდგენელია ნაცებთან მოღალატე ყოფილმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა და თუნდაც, ლიდერმა მოახერხოს ხალხის იმდაგვარად მოტყუება, რომ ისინი ნაცებს არ წარმოადგენენ, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილმაც, ყველაზე რადიკალური „ნაცების“ სიას რომ შეუერთდა პატრიარქზე თავდასხმით, ეს ხალხი ცდილობს იმგვარად მოტყუებას, რომ თითქოს ამ ხალხს დავიწყებული აქვს საერთოდ რას აკეთებდნენ ისინი წარსულში. რატომ ვერ მოატყუებენ იცით? წარმოუდგენელია მათი ერთმანეთისგან გამიჯვნა. მათ აქვთ საერთო წარსული, საერთო აწმყო და საერთო მომავალი. არც დავუშვებთ და ვერანაირი პიარი, ვერანაირი ტელევიზია ამის დაშვების შესაძლებლობას არ მისცემს მათ და როდესაც ლაპარაკობენ კოალიციაზე, "ნაცმოძრაობის" კოალიციაზე ლაპარაკობენ. როგორც კი კოალიციას ახსენებენ საუბარია "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, რაც წარმოუდგენელი ამბავია და საქართველო ამ ბნელი წარსულის დაბრუნებას ბუნებრივია არ დაუშვებს“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა