უკრაინა ჩეხეთის მიერ შეძენილი საარტილერიო ჭურვების მიღებას ივნისში შეძლებს

უკრაინა ჩეხეთის მიერ შეძენილი საარტილერიო ჭურვების მიღებას ივნისში შეძლებს. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ტომაშ პოიარმა გამოცემა Euractiv-თან საუბარში განაცხადა.

ამ მომენტისთვის ჩეხეთის ინიციატივას ევროკავშირის ფარგლებს მიღმა შეიძინოს უკრაინისთვის განკუთვნილი საარტილერიო ჭურვები, 15 ქვეყანა შეუერთდა, მათ შორის ბელგია, ნიდერლანდები, გერმანია, საფრანგეთი, ნორვეგია, კანადა და ა.შ.

“დაპირებული თანხები უნდა მოვიდეს, და კონტრაქტები უნდა გაფორმდეს. როდესაც კონტრაქტი იქნება გაფორმებული, რამდენიმე კვირა იქნება საჭირო, რათა ისინი [საარტილერიო ჭურვები] უკრაინაში ჩავიდეს…

ივნისიდან მიწოდებები შეიძლება დაიწყოს”, - განაცხადა ტომაშ პოიარმა.

მან უარი განაცხადა საარტილერიო ჭურვების წარმოშობის ქვეყნების გამხელაზე და აღნიშნა, რომ ჩეხეთი საბრძოლო მასალას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებს, “სადაც არ უნდა იყოს ის გონივრულ ფასად და გონივრული ხარისხის”.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს