ანონსი  14 მარტი

14 მარტს, 09:30 საათზე, Strategy International-სა და „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ (GSAC) პარტნიორობით კონფერენცია "შავი ზღვის რეგიონის ევროპულ პერსპექტივებზე" გაიმართება.

მის: კოსტავას 75ბ, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ოფისი

საკონტაქტო: ნია კანდელაკი - 597 74 88 44

14 მარტს, 10:30 საათზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მართლმსაჯულების საკითხებზე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: „9 ნაბიჯი ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების ეტაპზე გადასასვლელად: მართლმსაჯულების რეფორმა“.

მის: დავით აღმაშენებლის გამზ. #61, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თბილისის ოფისი,

14 მარტს, 11:00 საათზე, “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: საწვავის ფასების ზრდა - მიმართვა პრემიერ-მინისტრს.

მის: საბურთალო, სააკაძის მე-2 გასასვლელი N10 (პარტიის ოფისი, სართული 5)

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555 602 634

14 მარტს, 11:00 საათზე, პარტია "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: "ქართულმა ოცნებამ" საქართველოში დასაქმების დეფიციტი შექმნა!

მის: “ლელოს” ცენტრალურ ოფისი

14 მარტს, 11:00 საათზე, ფოთში პენსიონერებს საპარლამენტო ჯგუფ „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი, გუნდის წევრებთან და იურისტებთან ერთად შეხვდება.

თემა: საპენსიო სესხებით დაზარალებული პირები

მის: გეგიძის ქ. N22, ნიკო ნიკოლაძის ძეგლთან

14 მარტს, 12:00 საათზე, “ჟიული შარტავას საზოგადოების“ თავმჯდომარე, ვახტანგ ყოლბაია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტში ეროვნული გმირის ჟიური შარტავას მემორიალურ დაფის გახსნით ცერემონიალს ჩაატარებს.

მის. მაჩაბლის 11

14 მარტს, 12:30 საათზე, იტალიის რესპუბლიკის საელჩოში საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება იტალიის ელჩთან მაქსიმილიანო დ'ანტუონოსთან და მის მოადგილესთან ფაბიოლა ალბანესესთან. შეხვედრას დაესწრებიან, მსახიობი კახა გოგიძე, აკაკი ხუსკივაძე, თეკლა ცხოვრებაშვილი

თემა: მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხი - მისი უფლებების დარღვევები, საქართველოში დეპოლარიზაციის აღმოფხვრის გზები.

საკონტაქტო: აკაკი ხუსკივაძე - 599 53 35 21

14 მარტს, 15:00 საათზე, ლანჩხუთში პენსიონერებს საპარლამენტო ჯგუფ „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი, გუნდის წევრებთან და იურისტებთან ერთად შეხვდება.

თემა: საპენსიო სესხებით დაზარალებული პირები

მის: ჟორდანიას ცენტრალური პარკი, ლანჩხუთის „გურიას" მონუმენტთან.

14 მარტს, 17:00 საათზე, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ქართული გალობის ანთოლოგიის წარდგენა გაიმართება.

14 მარტს, 20:00 საათზე, მზრიურის სტადიონზე, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ, ომით დაზარალებულ ქალთა საჭიროებების მხარდასაჭერი საქველმოქმედო ტურნირი Stronger Together-ი ფინალი გაიმართება.

საკონტაქტო: - 599 43 78 48;

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია