ანრი ოხანაშვილი - შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარესთან საკმაოდ მეგობრული და ნაყოფიერი შეხვედრა  გვქონდა - უახლოეს მომავალში პირდაპირ ფრენებს ველოდებით

ჩვენ შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარესთან საკმაოდ მეგობრული და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტთან, ერიკ ნუსბაუმერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე ისაუბრეს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ასევე, პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით.

,,მან მზაობა დაგვიდასტურა იმ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების, რომელიც ამ დროისთვის, შვეიცარიასა და საქართველოს შორის არსებობს. ცალკე საკითხი გამოიყო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე. ასევე, აქტუალურია საკითხი პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. შვეიცარიული მხარე ამ მიმართულებით დაინტერესებულია და იმედი გვაქვს, რომ ტურიზმის, განათლებისა და ეკონომიკური სფეროს მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავება ურთიერთობები. შვეიცარიასთან უახლოეს მომავალში პირდაპირ ფრენებს ველოდებით”, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს