შალვა პაპუაშვილი - შვეიცარიაში შეხვედრებზე ვისაუბრეთ პირდაპირი ფრენების დანიშვნის შესაძლებლობაზე, პოლიტიკური გადაწყვეტილება არსებობს და მიმდინარეობს მოლაპარაკებები კომპანიასთან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შვეიცარიის კონფედერაციაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე და იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებსაც შვეიცარია საქართველოში ახორციელებს.

მისივე თქმით, ასევე, შეხვედრაზე ისაუბრეს თუ როგორ უმკლავდება საქართველო რეგიონში არსებულ გამოწვევებს.

,,შვეიცარიის კონფედერაციაში დელეგაცია თავის შეხვედრებს აგრძელებს. შეხვედრა გვქონდა სახელმწიფო საბჭოს პრეზიდენტთან, ზედა პალატის თავმჯდომარესთან, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრთან და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს თანამშრომლებთან. საპარლამენტო დონეზე საუბარი იყო პარლამენტებს შორის ურთიერთობაზე, მეგობრობის ჯგუფებს შორის ურთიერთობაზე, ასევე, იმ საკითხებზე, რომელიც ორივე პარლამენტისთვის მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის მხრივ. იმ გამოწვევებზეც ვისაუბრეთ, რაც საქართველოში არსებობს. ვისაუბრეთ საქართველო როგორ უმკლავდება რეგიონში არსებულ გამოწვევებს განსაკუთრებით ბოლო ორი წელია. რა თქმა უნდა, განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან საუბარი გვქონდა მიმდინარე პროექტებზე, რომელსაც შვეიცარია საქართველოში ახორციელებს. ჩვენი მხრიდან სურვილი და მზაობა გამოითქვა, რომ შემოქმედებით პროცესში, როცა საქმე ეხება სტანდარტებთან დაახლოებას, აქ შვეიცარიის მხრიდან საექსპერტო ჩართულობას მივესალმებით, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, რომელიც ეხება გარემოს დაცვას, სოფლის მეურნეობას, პროფესიულ განვითარებას”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, შვეიცარია უკვე წლებია დიდი როლს ასრულებს საქართველოში უსაფრთხოების განმტკიცების მხრივ.

,,შვეიცარიისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ როლს, რასაც ის ასრულებს საქართველოში და პრინციპში ამით მთლიანად რეგიონში, როგორც მხარე, რომელიც ჩართულია რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესში. იცით, რომ ჟენევის ფორმატი ერთადერთი ფორმატია, სადაც არის შესაძლებლობა, რომ საქართველომ რუსეთს ესაუბროს, მათ შორის დეოკუპაციის საკითხებიც დააყენოს. ამიტომ, ამ მხრივ შვეიცარია თავის როლს სერიოზულად უყურებს. მათ მადლობა გადავუხადე იმ მხარდაჭერისთვის, რასაც წლებია იჩენენ და განსაკუთრებით იმ როლისთვის, რასაც უსაფრთხოების განმტკიცების მხრივ შვეიცარია საქართველოში უზრუნველყოფს. ასევე ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის ინტენსიური ურთიერთობების საკითხებზე, განსაკუთრებით, ეს ეხება პირდაპირი ფრენების დანიშვნის შესაძლებლობას და ამ მხრივ, პოლიტიკური გადაწყვეტილება არსებობს და მიმდინარეობს მოლაპარაკებები კომპანიასთან, რომ პირდაპირი ფრენები იყოს, რაც რა თქმა უნდა, უფრო ინტენსიურს და ხელმისაწვდომს გახდის ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქვეყნებში ჩასვლას”, - განაცხად შალვა პაპუაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო