შალვა პაპუაშვილი - შემაშფოთებელი განცხადებაა, სადაც ხუთი ენჯეო ტერმინს "კლანს" იყენებს - დონორებს პასუხი აქვთ გასაცემი, მათი ორგანიზაციები, რატომ ესხმიან თავს ქართულ მართლმსაჯულებას

აბსოლუტურად შემაშფოთებელი განცხადებაა, სადაც ხუთი ენჯეო ტერმინს - "კლანს" იყენებს. მგონი, ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება ინსტიტუციაზე თავდასხმის და აქ უკვე პასუხისმგებლობა შემოდის დონორების, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დონორებს აქვთ პასუხები გასაცემი, მათი „ენჯეოები“, თუ რატომ ესხმიან თავს ქართულ მართლმსაჯულებას.

მისი თქმით, აბსოლუტურად მიუღებელია, რომ უცხოური ფული ქართული დემოკრატიული ინსტიტუტების ძირის გამოთხრას ხმარდებოდეს.

,,ამ ორგანიზაციების უკან შვედეთის განვითარების სააგენტო დგას, რომელიც აფინანსებს "გამჭვირვალეობა - საქართველოს", ასევე დგანან ევროპის დემოკრატიული ფონდი, ამერიკის დემოკრატიის ფონდი, USAID-ი. ვფიქრობ, რომ ამ დონორებს აქვთ პასუხები გასაცემი, მათი ენჯეოები რატომ ესხმიან თავს ქართულ მართლმსაჯულებას. აბსოლუტურად მიუღებელია, რომ უცხოური ფული იდებოდეს ქართული დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრაში. როცა ქართულ მართლმსაჯულებას თავს ესხმიან ის ორგანიზაციები, რომლებიც სრულად ფინანსდებიან უცხოეთიდან, ვფიქრობ, რომ მათი დამფინანსებლის პასუხისმგებლობაა უკვე დღის წესრიგში. ეს ორგანიზაციები რას წარმოადგენენ, უკვე გასაგებია, მათი პოლიტიკური დღის წესრიგიც. ხუთი ორგანიზაციიდან რამდენიმეს გაცხადებული აქვს უკვე საარჩევნო მიზნები. საუბრობდნენ იმაზე, რომ უნდათ ხელისუფლების შეცვლა. ცალკე პრობლემაა, რომ უცხოური დაფინანსებით მოქმედ ორგანიზაციებს აქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი და მიზნები. თუმცა, რაც შეეხება მართლმსაჯულებაზე თავდასხმას, ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ამ ტერმინის "კლანის" ასე გამოყენება კიდევ ერთხელ საკითხია, რომელსაც დონორებმა პასუხი უნდა გასცენ, მათი მოქალაქეების ფული რატომ იდება სხვა ქვეყნის მართლმსაჯულებისთვის ძირის გამოთხრაში. ეს ეწინააღმდეგება პარტნიორი ქვეყნის სულისკვეთებას და მიმართულია დემოკრატიული ინსტიტუტის ძირის გამოთხრისთვის”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება