მამუკა მდინარაძე - სალომე ზურაბიშვილი ვიღაცის დავალებებს ასრულებს, თუ დაავალებენ, მესამე პოლიტიკურ ცენტრსაც შექმნის

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ვიღაცის დავალებებს ასრულებს“ და თუ მას დაავალებენ, მესამე პოლიტიკურ ცენტრსაც შექმნის.

როგორც მამუკა მდინარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, თუ კონკრეტული პირები ნახავენ, რომ მესამე პრეზიდენტ მიხელ სააკაშვილს მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე სალომე ზურაბიშვილს, მას „შეაწყალებინებენ“ და ამჟამინდელ პრეზიდენტს „გვერდზე გაწევენ“.

„თუ მიხეილ სააკაშვილს სალომე ზურაბიშვილზე მეტი რეიტინგი ექნება, კონკრეტული პირები მას შეაწყალებინებენ და სალომე ზურაბიშვილს გვერდით გაწევენ. თუ სალომე ზურაბიშვილს მეტი რეიტინგი ექნება, მიხეილ სააკაშვილს არ შეაწყალებინებენ და სალომე ზურაბიშვილს ათამაშებენ იმ როლს, რომელზეც დიდი ხანია დააყენეს.

სალომე ზურაბიშვილი ჩადგა იმ რადიკალური „ნაცების“ რიგებში, რომელსაც თუ ეტყვიან, რომ საქართველოს პატრიარქს დაესხას თავს, ამას გააკეთებს.

პრეზიდენტს რა მიზანი უნდა ჰქონდეს ასეთ დროს? რაც გიორგი გახარიას, ის ვიღაცის დავალებებს ასრულებს. თუ დაავალებენ, მესამე პოლიტიკურ ცენტრსაც შექმნის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის