ლევან ხაბეიშვილი - უტიფრობის და უპასუხისმგებლობის კლასიკური მაგალითია, თურმე ჩვენ გარწმუნებთ გამდიდრებულ ხალხს, რომ სიღარიბეა ქვეყანაში

უტიფრობის და უპასუხისმგებლობის კლასიკური მაგალითია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის გაცხადებას სიღარიბესთან დაკავშირებით.

„უტიფრობის და უპასუხისმგებლობის კლასიკური მაგალითია. თურმე ჩვენ გარწმუნებთ გამდიდრებულ ხალხს, რომ სიღარიბეა ქვეყანაში.

ივანიშვილის პარტიას არ აინტერესებს ხალხის პრობლემები!

2024 წელი არის უნიკალური შესაძლებლობა - ერთად შევცვალოთ“, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" იმისთვის, რომ საზოგადოება დაარწმუნონ, "გაჭირვებაში ცხოვრობთ და ჩვენ თქვენზე ვზრუნავთო", სოციალურ ქსელებში რეკლამაში ასი ათასობით დოლარი დახარჯა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს