შალვა პაპუაშვილი - ეს არის პიარული სახადი, რომელსაც ,,ნაციონალური მოძრაობა” მოიხდის, ეს ჭრელი ბანერები ჩუტყვავილასავით გადაივლის და ბოლოს ისევ "ფრი მიშას" კამპანიაში დაბრუნდებიან

ბოლო სამი წელია, რაც ამ მოწვევის პარლამენტში ეს პარტიები არიან და მათ არ გახსენებიათ მოქალაქეები, მათი სოციალური უფლებები და ეკონომიკური მდგომარეობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, "ნაცმოძრაობას" არ ურჩევს ამ პროცესში შესვლას, რადგან ორ კვირაში მოქოქილი ენერგიიდან დაიცლებიან და შემდეგ ყველა დაინახავს, რომ მათ ადამიანების მიმართ არანაირი ინტერესი არ აქვთ.

,,სამი წელია მათი სიზმარიც და ცხადიც მხოლოდ მიხეილ სააკაშვილია და არაფერი მის მიღმა. ახლა, როცა ამ თემებზე დაიწყეს საუბარი, ეს აბსოლუტურად ხელოვნურია და ეტყობა კიდეც იმ ჭრელ ბანერებზე, რომელსაც ისინი ამერიკული გემოვნებით ხატავენ. მათ ამ საკითხებთან არანაირი ემოციური კავშირი არ აქვთ. ეს პარტიები ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, არათუ ფასებზე იქნებოდა საუბარი, დღეს ჩვენ გვექნებოდა კუპონები და მილიონები ეღირებოდა პური თუ სხვა პროდუქტი. ეს პარტიები საქართველოს ომისკენ მიაქანებდნენ. ჩვენ დღეს უკვე ომგამოვლილი ქვეყანა ვიქნებოდით ნანგრევებში, სადაც საუბარი არ იქნებოდა იმაზე, რაღაცა ათი თეთრით გაძვირდა თუ გაიაფდა, საქართველოში კუპონები იქნებოდა. ეს ის თემაა, როცა განსაკუთრებით "ნაცმოძრაობას" არ ვურჩევ, რომ ამ პროცესში შევიდნენ, რადგან ორ კვირაში მოქოქილი ენერგიიდან დაიცლებიან და შემდეგ ყველა დაინახავს, რომ მათ ადამიანების მიმართ არანაირი ინტერესი არ აქვთ. ეს არის პარტია, რომელმაც სისტემა შექმნა, ადამიანის რომელ უფლებებსა და ღირსებაზე საუბრობს? ეს არის პიარული სახადი, რომელსაც ისინი მოიხდიან, ეს ჭრელი ბანერები ჩუტყვავილასავით გადაივლის და ბოლოს ისევ "ფრი მიშას" კამპანიაში დაბრუნდებიან და ამაზე საუბარი ექნებათ”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება