„ჰეზბოლას“ ლიდერი - ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზაში ომი წააგო და რაფაჰში შეჭრა ამას ვერ შეცვლის

„ჰეზბოლას“ ლიდერი, ჰასან ნასრალა პირობას დებს, რომ გააგრძელებს ბრძოლას ისრაელის წინააღმდეგ და ამტკიცებს, რომ ისრაელის სამხედროები საიდუმლოდ ინახავენ ჩრდილოეთში მის დანაკარგებს.

”ჩვენი სამხრეთი ფრონტი აგრძელებს მტერზე ზეწოლას ადამიანურ, მატერიალურ, სამხედრო და ეკონომიკურ დონეზე,” - აღნიშნა ნასრალამ.

მისი მტკიცებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ღაზაში ომი წააგო და რაფაში ისრაელის შეჭრა ამას ვერ შეცვლის.

„ხუთთვიანი ბრძოლის შემდეგ ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვერ შეძლო რაიმე გამარჯვების სპექტაკლი წარმოედგინა“, - განაცხადა ჰასან ნასლამან და დასძინა, რომ „ჰამასი“ არ დამარცხებულა და ჯერ კიდევ შეუძლია დააწესოს თავისი პირობები მოლაპარაკებებზე.

„ჰეზბოლას“ ლიდერმა ასევე დაგმო აშშ-ის პოზიცია ისრაელი-ღაზას კონფლიქტის მიმართ და მას "თვალთმაქცური" უწოდა.

„არა მგონია, დედამიწაზე ვინმეს სჯეროდეს, რომ ბაიდენს არ შეუძლია შეაჩეროს ომი ღაზას წინააღმდეგ“, - განაცხადა ჰასან ნასრალამ და დასძინა, რომ ბაიდენს შეუძლია შეაჩეროს ბრძოლა ისრაელისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტით და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებისთვის დაბრკოლებების არ შექმნით.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს