BTU iOS LAB Apple-ის ავტორიზებული სასწავლო ცენტრი გახდა

ბიზნესისა და ტექნოლოგების უნივერსიტეტი Apple-ის ავტორიზებული სასწავლო ცენტრი გახდა და მას მიენიჭა სახელი „Apple-ის ავტორიზებული ტრენინგ ცენტრი განათლებისთვის“ (AATCE).

სასწავლო ცენტრები, რომლებიც Apple-ს სხვადასხვა ქვეყანაში აქვს, ვალდებული არიან უზრუნველყონ ლექტორებისა და სტუდენტებისთვის უმაღლესი ხარისხის განათლების მიწოდება. პარტნიორი სასწავლო დაწესებულებები კი საგულდაგულოდ არის შერჩეული Apple-ის სტანდარტების შესაბამისად და ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: შესაბამისი ტექნოლოგიური აღჭურვილობა, აკადემიური პერსონალი, სასწავლო კურსები და ასევე, ინფრასტრუქტურა.

AATCE სტუდენტებს სთავაზობს ტრენინგებს Apple-ის სერტიფიცირებული ტრენერებისგან. კურიკულუმი საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს დეველოპმენტის ნაწილსაც. შესაბამისად, სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ამ მიმართულებით განავითარონ საკუთარი კარიერა და გახდნენ iOS აპლიკაციების ეკოსისტემის ნაწილი. 2008 წელს, App Store-ის გაშვების შემდეგ, iOS აპლიკაციები ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად სფეროდ იქცა. ის ფინანსური განვითარების დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს სხვადასხვა ზომის ანტრეპრენერებს.

BTU-ში iOS ლაბორატორია USAID-ის საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით 2021 წელს გაიხსნა. ის საშუალებას აძლევს სტუდენტებს, ლექტორებს სტარტაპებსა და ბენეფიციარებს ისარგებლონ, უნივერსიტეტის სრულად აღჭურვილი iOS ლაბორატორიით.

სწორედ აღნიშნულ ლაბში განხორციელდა 6 თვიანი უფასო გადამზადების კურსები iOS და Android-ის მიმართულებით, რომელიც მოიცავდა როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ სწავლებას და სურვილის შემთხვევაში, შესაბამისი მიმართულებით (iOS/Android) საერთაშორისო სერტიფიცირებას. კურსების მიზანია შეასწავლოს მონაწილეებს ახალი ტექნოლოგიები და ხელი შეუწყოს მათ ციფრულ სამყაროსთან დაახლოებას Mobile App Development-ის მიმართულებით.

აღნიშნული ლაბი BTU-ში, სტუდენტებს, პროფესორებს, სტარტაპებს ინოვაციური პროექტების განხორციელებაში ეხმარება.

BTU IOS LAB-ში სრული დაფინანსებით საბავშვო კოდინგის პროგრამის 4 თვიანი კურსი ჩატარდა, რომელიც Apple-ისთვის პროგრამული ენის შესწავლას ისახავს მიზნად.

პროექტის ფარგლებში, დამწყებთათვის ამოქმედდა Apple-ის მიერ შექმნილი Swift Playgrounds პლატფორმა, რომელმაც მათ ინტერაქტიური ფაზლებით და სათამაშო პერსონაჟებით, სახალისო ტექნიკებით შეასწავლა Swift პროგრამირების საფუძვლები.

BTU iOS-ს LAB-მა Apple-ის ავტორიზებული სასწავლო ცენტრის სახელი StrategEast-სთან პარტნიორობით მოიპოვა.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში