გიორგი ვაშაძე - თქვენ ის ფული დათვალეთ, რომელიც ბიუჯეტიდან ივანიშვილის პარტიამ მოიპარა - ჩვენი დანახარჯი აბსოლუტურად დეკლარირებულია

თქვენ ის ფული დათვალეთ, რომელიც ბიუჯეტიდან ბიძინა ივანიშვილის პარტიამ მოიპარა, ჯიბეში ჩაიდო და ხალხის ხარჯზე გამდიდრდა - ჩვენი დანახარჯი აბსოლუტურად დეკლარირებულია, - ასე გამოეხმაურა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პროდუქტების ფასების ზრდასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში, რეკლამაში ასი ათასობით დოლარი აქვთ დახარჯული.

ვაშაძის თქმით, მათ აქვთ მორალური უფლება, რომ ხალხს რაც აწუხებს, იმ პრობლემებზე ისაუბრონ.

„თქვენ ის ფული დათვალეთ, რომელიც ბიუჯეტიდან ბიძინა ივანიშვილის პარტიამ მოიპარა, ჯიბეში ჩაიდო და ხალხის ხარჯზე გამდიდრდა. აი, ეს ფული დათვალეთ, თუ შეიძლება რა! და ამ სასულეებს მოეშვით. ჩვენ სიმართლეს ვეუბნებით ადამიანებს, თქვენთვის პროდუქტების ფასი არ გაძვირდა? თქვენ არ გაწუხებთ საწვავის ფასის გაძვირება? თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს უმუშევრობა არ გაწუხებთ? თქვენ არ გაწუხებთ, რომ ადამიანები ემიგრაციაში მიდიან? და რატომ მიდიან? - იმიტომ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ძარცვავენ ივანიშვილის „კლანის“ წევრები. აი, ეს არის რეალობა და ამას გაეცით პასუხი, ამ სისულელეებს მოეშვით. ყველაფერი, ჩვენი დანახარჯი აბსოლუტურად დეკლარირებულია.

ჩვენ გვაქვს მორალური უფლება, რომ ხალხს რაც აწუხებს, იმ პრობლემებზე ვისაუბროთ. ჩვენ მორალური უფლება გვაქვს პასუხი მოვთხოვოთ: ირაკლი კობახიძეს, ბიძინა ივანიშვილს, მამუკა მდინარაძეს, ირაკლი ღარიბაშვილს, რატომ გამდიდრდნენ კოლოსალურად და რატომ გააღარიბეს ხალხი? რატომ გააქციეს საქართველოდან 800 000 ჩვენი თანამემამულე? რატომ არის კატასტროფული უმუშევრობა? რატომ ცხოვრობს ხალხი სიღარიბის ზღვარს მიღმა? ქვეყანა წინ რატომ არ მიდის? რატომ არის, რომ ეს ეკონომიკა ემსახურება მათ ჯიბეს და არა ხალხის ინტერესებს? დიახ, მაქვს მორალური უფლება ეს კითხვა დავსვა. თქვენც გაქვთ მორალური უფლება ეს კითხვა დასვათ და იმედი მაქვს, ამ კითხვას ერთხელ მაინც დაუსვამთ ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც ყეყეჩურად, იქედნურად საზოგადოებას ესაუბრებიან.

მოდით, იცით რა ქენით, ბავშვობიდან დამითვალეთ კიდევ რა მაქვს დახარჯული. ეს კითხვა არასერიოზულია. სერიოზული არის კითხვა, რომ მაგალითად, სამტრედია-გრიგოლეთის მხოლოდ ერთ მონაკვეთზე მილიარდი ლარი რომ მოიპარეს, თქვენ არ გაინტერესებთ ეს ფული სად წავიდა? მე თქვენი ფული რამეში დავხარჯე? თქვენი ფული დახარჯა ივანიშვილის პარტიამ საკუთარ კეთილდღეობაზე”, - განაცხადა ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება