ჩინეთის კომერციის სამინისტრო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ TikTok-ის შესაძლო აკრძალვის შესახებ კანონპროექტის მიღებაზე - ჩინეთი თავისი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს

ჩინეთი თავისი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს, - ამის შესახებ განცხადება ჩინეთის კომერციის სამინისტრომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ TikTok-ის შესაძლო აკრძალვის შესახებ კანონპროექტის მიღების შემდეგ გაავრცელა.

„აშშ-მა საბაზრო ეკონომიკისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს პატივი უნდა სცეს და უცხოური კომპანიების უსამართლო ჩაგვრა უნდა შეწყვიტოს. ჩინეთი თავისი ლეგიტიმური უფლებებისა და ინტერესების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს“, - განაცხადა ჩინეთის კომერციის სამინისტროს წარმომადგენელმა.

TikTok-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, შოუ ზი ჩიუმ აპლიკაციის ამერიკელ მომხმარებლებს მოუწოდა, რომ თავიანთი კონსტიტუციური უფლებები დაიცვან.

„ჩვენ გვჯერა, რომ ამას ერთად დავძლევთ, დაიცავით თქვენი კონსტიტუციური უფლებები. გააგონეთ მათ თქვენი ხმა“, - აღნიშნა TikTok-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ცნობისთვის, გუშინ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც სოციალურ ქსელს, TikTok-ს 5 თვეს აძლევს, რათა მფლობელ ჩინურ კომპანიასთან, ByteDance-თან კავშირი გაწყვიტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში აპლიკაცია აშშ-ში აიკრძალება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს