ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილი, კობახიძე, მდინარაძე ვალდებული არიან მცირე მეწარმეებსაც გასცენ პასუხი, როგორ ხდება, რომ საქართველოში ორჯერ გაძვირებული საწვავი იყიდება!

მამუკა მდინარაძის განცხადებით, საწვავზე ფასის მატება მოგონილი პრობლემაა - ივანიშვილი, კობახიძე, მდინარაძე ვალდებული არიან მეწარმეებსაც გასცენ პასუხი, როგორ ხდება, რომ საქართველოში ორჯერ გაძვირებული საწვავი იყიდება! – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა მცირე მეწარმეებთან შეხვედრისას განაცხადა.

ხაბეიშვილის განცხადებით, საწვავის გაძვირება უმნიშვნელოვანესი, ყოველდღიური პრობლემაა მცირე მეწარმეებისთვის.

„მამუკა მდინარაძემ განაცხადა, საწვავზე ფასი რომ იზრდება, ეს პრობლემა არ ყოფილა და არის მოგონილი. მოქალაქეების შემდეგ, მცირე მეწარმეებს და ბიზნესს გასცეს პასუხი - საწვავის ფასი გაზრდილია, საქართველომდე 1.65 ლარი ღირს, ხოლო საქართველოში სამი ლარი და უფრო მეტი. ეს მეწარმეებისთვის და ბიზნესისთვის არის დამატებითი პრობლემა. საწვავი ამ ადამიანებისთვისაც ძვირდება და შემდეგ ბიზნესს და მეწარმეებს იმ სერვისის გაძვირება უწევთ, რომელსაც მოქალაქეებს აძლევენ. ამიტომ ეს უმნიშვნელოვანესი ყოველდღიური პრობლემაა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, მცირე მეწარმეებისთვის“, - განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე