ნიკოლოზ სამხარაძემ რუმინეთის დიპლომატიის ინსტიტუტში საჯარო ლექცია წაიკითხა

რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ რუმინეთის დიპლომატიის ინსტიტუტში საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე - “საქართველოს საგარეო პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების ფონზე“.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

სამხარაძემ რეგიონული უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები მიმოიხილა. ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე, აგრეთვე გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე.

“ჩვენ საქართველოსთან საზღვაო მეზობლები ვართ და მრავალმხრივი, მათ შორის ეკონომიკური, ენერგო და ა.შ. კავშირები გვაქვს. ეს კავშირები რუმინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ საინტერესოა ქართველი კანონმდებლის აზრი გლობალურ საკითხებზე“, - აღნიშნა რუმინეთის დიპლომატიის ინსტიტუტის გენერალურმა დირექტორმა ლილიანა პოპესკუ-ბირლანიმ.

ლექციას რუმინეთში აკრედიტებული ელჩები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რუმინული კვლევითი ორგანიზაციების მკვლევრები, პარლამენტის წევრები და საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.

სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა რუმინეთის ანალიტიკური ცენტრების მკვლევრებთან გამართეს, რომელიც რუმინეთის წამყვანი კვლევითი ორგანიზაციის “ახალი სტრატეგიის ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს