Financial Times - აშშ-მა „ჰუსიტების“ თავდასხმების შესახებ ირანთან ფარული მოლაპარაკებები გამართა

აშშ-მა „ჰუსიტების“ თავდასხმების შესახებ ირანთან ფარული მოლაპარაკებები გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Financial Times-ის ცნობით, აშშ-ის დელეგაციის წარმომადგენლები ირანელ კოლეგებს იანვარში, ომანში შეხვდნენ და მხარეებმა წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმები და ირანის ბირთვული პროგრამა განიხილეს.

„ჩვენ ირანისთვის ინფორმაციის გადაცემის ბევრი გზა გვაქვს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

აშშ-ის დელეგაციას ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ჯო ბაიდენის მრჩეველი, ბრეტ მაკგურგი და ირანში აშშ-ის ელჩი, აბრამ პეილი ხელმძღვანელობდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია