ვახტანგ ყოლბაია - ოლიმპიურ კომიტეტში ჟიული შარტავას მემორიალური დაფის გახსნას არის მნიშვნელოვანი

დღევანდელი დღე ეროვნული ცენტრი - ჟიული შარტავას საზოგადოებისთვის არის ძალიან საპატიო და მნიშვნელოვანი. დღეს იმ შენობაში, სადაც ჟიულიმ თავისი ახალგაზრდობის დიდი ნაწილი გაატარა, ვხსნით მის სახელობის მემორიალური დაფას, რაც კიდევ ერთხელ უკვდავყოფს ეროვნული გმირის სახელს, - განაცხადა ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ.

ვახტანგ ყოლბაიამ მემორიალური დაფა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან ლერი ხაბელოვთან ერთად გახსნა.

როგორც მან განაცხადა, ჟიული შარტავამ თავის მეგობრებთან ერთად ძალიან ბევრი რამ გააკეთა ქართველი ახალგაზრდებისთვის და განსაკუთრებით, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავებისთვის.

„სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენ ვიმყოფებით საქართველოს ეროვნულ ოლიმპიური კომიტეტში, რადგან ბატონი ჟიულის მოღვაწეობის მთავარი ნაწილი იყო ახალგაზრდა სპორტსმენებთან მუშაობა. ეროვნული გმირის ჟიული შარტავას საზოგადოება თავს ვალდებულად თვლის, დღევანდელ ახალგაზრდობამდე მოიტანოს ყველაფერი ის, რაც მას გაუკეთებია და მსგავსი ღონისძიებებით სამუდამოდ უკვდავყოს მისი სახელი", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს