ჯაბა სამუშიამ სტუდენტების სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით გერმანულ კომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და გერმანული კომპანიის „ბაივა ცე ეს საქართველო“ (BayWa CS Georgia) დირექტორმა იოჰან ბრუნერმა სტუდენტების სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, მემორანდუმი ითვალისწინებს სტაჟირების, პრაქტიკის, დასაქმებისა და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობის მოძიებაში სტუდენტთა ხელშეწყობას, საკადრო რეზერვის შექმნას და მისი სერვისების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.

„კომპანია „ბაივა ცე“ ეს საქართველო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელებთან შეთანხმებით, მის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, არანაკლებ 15 სტუდენტს სთავაზობს პრაქტიკის კურსების გავლის შესაძლებლობას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მადლობა გადაუხადა კომპანიის წარმომადგენელს სტუდენტთა კარიერული განვითარების ხელშეწყობისთვის. „ვფიქრობ თქვენ კომპანიასთან თანამშრომლობა საინტერესო პროექტი იქნება. ჩვენს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ არა მხოლოდ გაიღრმაონ პრაქტიკული ცოდნა, არამედ დასაქმდნენ სასურველ პოზიციებზე“,- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

უნივერსიტეტის ცნობით, თანამშრომლობის ფარგლებში სტუდენტები გაივლიან პრაქტიკის კურსებს დამსაქმებლის მიერ შემოთავაზებულ პოზიციებზე; მათ ექნებათ წვდომა კარიერული განვითარების შესახებ არსებულ ინფორმაციაზე; ასევე, აქტიური კომუნიკაცია ექნებათ მომავალ დამსაქმებელთან და გაივლიან კონსულტაციას ვაკანსიებთან დაკავშირებით.

როგორც გერმანული კომპანია „ბაივა ცე“ ეს საქართველოს (BayWa CS Georgia) დირექტორმა იოჰან ბრუნერმა აღნიშნა, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო და ახალგაზრდა პერსონალის მოზიდვა.

„ჩვენთვის პატივია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა. ჩვენს კომპანიას 450 თანამშრომელი ჰყავს, რომლებიც თანამედროვე, ციფრულ გარემოში მუშაობენ. მემორანდუმის საფუძველზე თსუ-ის სტუდენტებიც შეძლებენ ამ გამოცდილების გაზიარებას, გუნდური მუშაობის პრინციპების შესწავლას, რაც გამოადგებათ სამომავლოდ კარიერის განვითარებაში“,- განაცხადა იოჰან ბრუნერმა.

უნივერსიტეტის ცნობით, მსოფლიო სტანდარტების მქონე ინოვაციური ორგანიზაცია BayWa ასწლიანი გერმანული კომპანიაა, რომლის მთავარი საქმიანობის სფეროა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და მშენებლობა.

„2023 წლის აპრილიდან კომპანია ქართველ სტუდენტებს სთავაზობს ერთწლიან ანაზღაურებად სტაჟირებას ფინანსური მიმართულებით, ბაივას 6 ფილიალში: აუგსბურგი, მიუნხენი, ფიურტი, პასაუ, შვაინნფურტი და ნაბბურგი.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს: გერმანული ენის ცოდნა მინიმუმ B2+ დონეზე; ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს-ადმინისტრირების აქტიური სტუდენტი (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) ან არაუგვიანეს ორი წლის კურსდამთავრებული“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
„ბიბლუსში“ საახალწლო კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლება დაიწყო
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა ყველაზე მარტივად დამწყებთათვის? - საბანკო ბარათის გამოყენებით
“თეთრმა კვადრატმა” მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაში, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით
დიდი საახალწლო შეთავაზებები, დაბალი საახალწლო ფასები - „კარფური“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა