გია ვოლსკი - „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ თავი ისე შეირცხვინა, რომ არ მგონია, ხმამაღალი განცხადებების გაკეთება შეეძლოს

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ თავი ისე შეირცხვინა, რომ არ მგონია, ხმამაღალი განცხადებების გაკეთება შეეძლოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებას.

ვოლსკის თქმით, ეს განცხადება მიზნად ისახავს, „როგორმე ხელში აიღონ მართვის ბერკეტები და განახორციელონ ის სანუკვარი გეგმა, რაც აქამდე გააჩნდათ“.

“საერთაშორისო გამჭვირვალობამ თავი ისე შეირცხვინა, რომ არ მგონია, ხმამაღალი განცხადებების გაკეთება შეეძლოს. მითუმეტეს, რომ დღეს მსოფლიოში ყველაზე გაუმჭვირვალე ორგანიზაციაა, ყოველ შემთხვევაში განვითარებული ქვეყნების სივრცეში. პროკურორის პოზიცია იქნება, მოსამართლის თუ ცესკოს თავმჯდომარის, მხოლოდ იმიტომ სჭირდება, რომ თავისი საყვარელი საბოტაჟის გეგმა და სტრატეგია განახორციელოს...

როგორ შეიძლება ისეთი სტანდარტი შემოიღო ქვეყანაში, რომელიც ზოგადად ევროპაში არ არსებობს? - გამორიცხულია ასეთი სტანდარტის შემოღება. ამ განცხადებების უკან ხომ სხვა რამე დევს? - ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომ როგორმე ხელში აიღონ მართვის ბერკეტები და განახორციელონ ის სანუკვარი გეგმა, რაც აქამდე გააჩნდათ”, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ამასთან, გია ვოლსკი გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას NGO სექტორთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ისინი არა მარტო მართლმსაჯულებას ესხმიან თავს, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებმა თავი გამოიჩინეს იმ რადიკალური მოთხოვნების მქონე მიტინგებში მონაწილეობით და ხმამაღალი განცხადებებით, რომელიც ეხებოდა საქართველოს მთავრობის გადაყენებას, ტექნიკური მთავრობის არჩევას და ომის დაწყებას.

“არა მარტო მართლმსაჯულებას ესხმიან თავს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა თავი გამოიჩინეს იმ რადიკალური მოთხოვნების მქონე მიტინგებში მონაწილეობით და ხმამაღალი განცხადებებით, რომელიც ეხებოდა საქართველოს მთავრობის გადაყენებას, ტექნიკური მთავრობის არჩევას, ომის დაწყებას, იმ სირცხვილს, რომელიც მეორე ფრონტის გაუხსნელობის გამო დაატყდა საქართველოს, ეკლესიაზე, ქართულ ტრადიციებზე თავდასხმებს. ეს ყველაფერი რომ შეკრიბო, ეს არის მახასიათებელი იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა, რომელზეც საუბარი აქვს შალვა პაპუაშვილს. ეს არ არის მხოლოდ სასამართლო სისტემაზე საუბარი. აქ საუბარია კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებაზე, რომლებიც კონკრეტული პოლიტიკური პარტიის პლატფორმაზე დგანან”, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დღეს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ “ბოლო პერიოდში უმაღლესი თანამდებობის პირების რიტორიკა მიანიშნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ევროკომისიის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულებას”.

მათივე ცნობით, მოთხოვნების შეუსრულებლობამ შესაძლოა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეაფერხოს და საბოლოოდ გაწევრიანების პერსპექტივას მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო