ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებულები არიან, რომ 2008 წელს ომი სააკაშვილმა დაიწყო და ამის შემდეგ, რა არის გამოსაძიებელი, არ ვიცი

სალომე ზურაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებულები არიან, რომ 2008 წელს ომი სააკაშვილმა დაიწყო და ამის შემდეგ, რა არის ამაში გამოსაძიებელი, არ ვიცი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამით პრემიერმა უპასუხა "ხალხის ძალის" ინიციატივასთან დაკავშირებულ კითხვას, რომელიც აგვისტოს ომის გამოძიებას ეხება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ევროსაბჭოს რეზოლუციას თავად მოაწერა ხელი, სადაც საუბარია, რომ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ევროსაბჭოს რეზოლუციას მოაწერა ხელი, სადაც საუბარია იმაზე, რომ 2008 წელს სააკაშვილის ხელისუფლებამ სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო. თავად სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მაშინ ომი სააკაშვილმა დაიწყო. ერთადერთი, ვინც ამ თემაზე არ საუბრობს, „ქართული ოცნებაა“. სალომე ზურაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებულები არიან, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო და ამის შემდეგ, რა არის ამაში გამოსაძიებელი, არ ვიცი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს