შალვა პაპუაშვილი - აღმაშფოთებელია ის, რომ უცხოური დაფინანსებით მოქმედი „ენჯეოები” ქართულ მართლმსაჯულებას თავს ესხმიან - დონორების პასუხისმგებლობაა, რომ ფარული დეზინფორმაციული კამპანია გააჩერონ

ის განცხადებები შემაშფოთებელია, რასაც "ენჯეობისგან" გუშინ და დღეს ვისმენთ. ისინი იყენებენ ტერმინს - "კლანს", რაც მოსამართლეების სტიგმატიზებაა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, უცხოური დაფინანსებით მოქმედი "ენჯეოები" ქართულ მართლმსაჯულებას თავს ესხმიან.

მისი თქმით, დონორების პასუხისმგებლობაა, რომ მათი ფული ქართული სახელმწიფოსთვის ძირის გამოთხრაში იხარჯება.

“მცდელობაა, რომ სასამართლოს დისკრედიტაცია მოხდეს. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის, რომ უცხოური დაფინანსებით მოქმედი "ენჯეოები" ქართულ მართლმსაჯულებას თავს ესხმიან. ვფიქრობ, დონორების პასუხისმგებლობაა ის, რომ ამ დღეებში მათი ფული იხარჯება ქართული სახელმწიფოსთვის ძირის გამოსათხრელად. მათი პასუხისმგებლობაა, რომ ფარული დეზინფორმაციული კამპანია გააჩერონ. სამწუხაროა, რომ „ენჯეოები“ უკვე იმ დონემდე მივიდნენ, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნების ფულს სახელმწიფოსთვის ძირის გამოსათხრელად იყენებენ. მნიშვნელოვანია ამაში დონორები ჩაერიონ, რადგან ეს მათი პასუხისმგებლობაა. ქართველი ხალხის წინააღმდეგ ფულის ხარჯვა ნამდვილად არ არის არცერთი დონორის უფლება და მნიშვნელოვანია, რომ ისინი თავისი მოქალაქეების ფულს ყურადღებით მოეპყრონ და არ ხარჯონ სხვა ქვეყნებისთვის ძირის გამოსათხრელად”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე