თბილისში აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის მემორიალური დაფა გაიხსნა

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, ქალაქ თბილისში, ირაკლი აბაშიძის N20-ში, აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა.

საკრებულოს ინფორმაციით, გოჩა ჩოგოვაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი იყო წლების განმავლობაში, გახლდათ საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის ვიცე-პრეზიდენტი, რუსეთისა და ჩეხეთის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი, მრავალი საერთაშორისო აკადემიის წევრი, დიპლომატი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთსა და ესპანეთის სამეფოში. პროფესორ გოჩა ჩოგოვაძის სახელმძღვანელოებზე მრავალი თაობა აღიზარდა. მისი მონოგრაფიები მართვის ავტომატიზებული სისტემების დარგის მეცნიერთა და სპეციალისტთა სამაგიდო წიგნებია.

„მრავალი წლის განმავლობაში დიდი მეცნიერი, ბატონი გოჩა ჩოგოვაძე, ემსახურებოდა მომავალი თაობის აღზრდას, მათ განათლებას, მან დიდ წარმატებებს მიაღწია დიპლომატიურ სამსახურში, აგრეთვე დიდია მისი ღვაწლი ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის წინაშე და ეს მემორიალი არის ის მცირედი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ მისი სახელის უკვდავსაყოფად“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ.

„აკადემიკოსი გოჩა ჩოგოვაძე უდიდესი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე იყო. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პიროვნების გარდაცვალებიდან 5 წელი არ იყო გასული, მემორიალური დაფის განთავსება სამართლებრივად ვერ ხერხდებოდა. საკითხის გამონაკლისის სახით განსახილველად აუცილებელი იყო ქუჩისთვის სახელის მინიჭება. თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის გადაწყვეტილებით, გასულ წელს მოხდა ქუჩის სახელდება. ჩვენი მიზანია ყველა საზოგადო მოღვაწე სათანადოდ დაფასდეს, მემორიალური დაფის განთავსებაც სწორედ აღნიშნულს ემსახურება“, - განაცხადა კახაბერ ლაბუჩიძემ.

მემორიალური დაფის გახსნის ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ლაბუჩიძე, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, პროფესორ გოჩა ჩოგოვაძის ოჯახის წევრები, მეგობრები და სტუდენტები დაესწრნენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის