ანონსი  15 მარტი

15 მარტს, 10:30 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი, ვასო ურუშაძე და ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ლევან ანთაძე საწვავის ფასებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავენ.

მის: ბათუმი, გოგებაშვილის N7 მიმდებარედ.

საკონტაქტო: ლია ჯაყელი - 577 302 088

15 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტსა და გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიება გაიმართება.

ადგილი: თამარ მეფის სახელობის დარბაზი

(A კორპუსი, 0 სართული)

15 მარტს, 11:00 საათზე, „ლელოს“ ცენტრალურ ოფისში საბა ბუაძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: „რუსეთის ინტერესების მსახური ხელისუფლება 12 წელია უწყვეტად ზრდის ბიუროკრატების რაოდენობას და ბიუროკრატიულ ხარჯებს და ვერ შემოაქვს საკმარისი ინვესტიციები კერძო სექტორში მაღალანზღაურებადი სამუშაო ადგილების შესაქმნელად“.

15 მარტს, 11:00 საათზე, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანი იანუშაიტიტეს დედა და „უფლებები საქართველოს“ წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ.

მის: აკაკი გახოკიძის №11ა, „უფლებები საქართველოს“ ოფისი, 0 სართული - საკონფერენციო დარბაზი.

საკონტაქტო: მაგდა გუგულაშვილი - 555 788 338; გიორგი სელიმაშვილი - 599 427 737

15 მარტს, 12:00 საათზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღეს, ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება.

15 მარტს, 12:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზი

15 მარტს, 12:00 საათზე, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი მეძმარიაშვილი გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, იესპერ მოლერს შეხვდება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N224

(C კორპუსი, II სართული)

15 მარტს, 12:00 საათზე, პარლამენტში „ლელოს“ პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე დავით ხიდაშელის კანდიდატურა.

15 მარტს, 13:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

(C კორპუსი, V სართული)

15 მარტს, 14:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარესთან გიორგი ვაშაძესთან ერთად, პარტიის ცენტრალურ ოფისში მოქალაქეებს „გამარჯვების კოალიციის“ ეკონომიკურ ხედვას გააცნობენ.

თემა: საქართველოში საწვავის ფასი უკონტროლოდ იზრდება!

მის: კახეთის გზატკეცილი 45ა

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

15 მარტს, 15:00 საათზე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართება.

ადგილი: პარლამენტის კინოდარბაზი

(A კორპუსი, -1 სართული)

15 მარტს, 19:00 საათზე, „სასამართლოს გუშაგი“ გამართავს საჯარო დისკუსიას თემაზე „მრუდე გზით სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ“.

მის: სიონის ქუჩა #8, („ქარვასლა ივენთ ჰოლის“ შენობა)

საკონტაქტო: თორნიკე აბულაძე - 577 05 02 43

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში