გივი მიქანაძე აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორმხრივ შეხვედრაზე საქართველო-აზერბაიჯანის პარლამენტების დაახლოებისა და თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე ისაუბრეს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე დარგობრივი კომიტეტების ერთობლივი საქმიანობის საკითხები განიხილეს.

გივი მიქანაძემ, როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ყურადღება ასამბლეაში საქართველოს და აზერბაიჯანის თანამშრომლობის საკითხებზე გაამახვილა.

შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე ესწრებოდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს