პრეზიდენტი - ყველას დასაცავია, რომ მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელი იყოს ძველი ტრადიციების შენარჩუნება და გაძლიერება

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში მაღალმთიანი აჭარის ფოლკლორის საღამო გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სასახლეში გამოიფინა აჭარელი ქალების მიერ შექმნილი განსაკუთრებული საგანძური, ხელით ნაქსოვი, ორნამენტებიანი „აჭარული ნაჭრელები“, რომლებმაც წინაპრების მიერ დატოვებული ეს უნიკალური ხელსაქმე ტრადიციად აქციეს.

პრეზიდენტმა მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსულ სტუმრებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა:

,,პირველ რიგში, მინდა მადლობა მოგახსენოთ თქვენ, რომ ასეთი ლამაზი ფერებით და არაჩვეულებრივი შემოქმედებით აქ, ჩვენთან აგრძელებთ საქმიანობას. ეს ძალიან დიდი საქმეა, რომელიც ყველას დასაცავია, რომ მაღალმთიან რეგიონებში [ამ შემთხვევაში აჭარაში] შესაძლებელი იყოს იმ ძველი ტრადიციების შენარჩუნება და არა მხოლოდ შენარჩუნება, არამედ გაძლიერება. ეს ყველასთვის მაგალითი უნდა იყოს, თუ როგორ შეიძლება გაცოცხლდეს ტრადიციები და გახდეს თქვენი ცხოვრების ეკონომიკური საქმიანობა. ამაში დიდი წვლილი ზურა შევარდნაძეს მიუძღვის. ამ მხრივ თქვენი როლი დიდია, თქვენ დააკავშირეთ ისინი ახალ ცხოვრებასთან, გაუხსენით გზა, ჩამოიყვანეთ თბილისში და ადგილზე გააგრძელებენ საქმიანობას. ეს ყველაფერი სწორი მოდელია, თუ როგორ უნდა შენარჩუნდეს [არამხოლოდ მაღალმთიან რეგიონებში, არამედ მთლიანად საქართველოში] ის, რაც ღირებულია და რაც ჩვენი იდენტობის ის ნაწილია, რომელიც ყველასთვის ძვირფასია და ქმნის ქვეყნის კულტურას. დიდი მადლობა და იმედი მაქვს, ეს მოდელი უფრო განივრცობა. არ იქნება ერთი ვიწრო მაგალითი, არამედ ბევრის მიერ ატაცებული, რათა მომავალშიც შეგვეძლოს სხვა ბევრი ჯგუფების აქ მოყვანა და კიდევ უფრო მეტი სიცოცხლის შექმნა.

ასევე მოხარული ვარ, რომ საშუალება გვექნება მოვისმინოთ ფოლკლორული ნაწარმოებები. ფოლკლორისა და პოეზიის დედოფალი [ეთერ თათარაიძე] ჩვენთანაა. ერთი რამ უნდა ვთქვა, ძალიან სამწუხაროა, რომ ანსამბლი ,,ფესვები“, რომელიც აჭარიდან უნდა ჩამოსულიყო გზიდან გააბრუნეს, იმიტომ, რომ თურმე პრეზიდენტის სასახლეში ნებადართული არ არის მოღვაწეობა. თქვენ თავად იფიქრეთ საიდან მოვიდა ასეთი მითითება და რას ნიშნავს ეს?! თუ ეს არ არის კულტურული ბოლშევიზმი მე არ ვიცი ამას რას ჰქვია. სამწუხაროა, მე მინდა მათ ჩემი სახელით ბოდიში მოვახსენო, იმისთვის, რომ ამ ფორმით გზიდან გააბრუნეს და მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დღეს ასეთი რაღაცები შეიძლება ხდებოდეს. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მაინც გვექნება საღამო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს სხვა ანსამბლი - „მარგალიტი“ და ძალიან დიდი მადლობა მათ, რომ შემოგვიერთდნენ და დარწმუნებული ვარ, ძალიან სასიამოვნო და ღირსშესანიშნავი საღამო გვექნება“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბ შევარდნაძემ ამ ინიციატივისთვის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა. ასევე, წინაპართა ტრადიციების შენარჩუნებისათვის მადლიერება გამოხატა მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსული ქალების მიმართ.

,,აჭარული ნაწრელების“ შესრულების ტექნიკა, სიუჟეტის მრავალფეროვნება, ორნამენტების უნიკალურობა მის უნიკალურობას უზრუნველყოფს, ფერთა სიუხვე კი, სამღებრო საქმეში გამოყენებული მცენარეების მრავალფეროვნებითაცაა განპირობებული.

2022 წელს ზურაბ შევარდნაძის ინიციატივით და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, მაღალმთიან აჭარაში შეიქმნა თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული მქარგველების და მქსოველების ჯგუფი, გამოიცა მათი ნამუშევრების და ყოფა-ცხოვრების ამსახველი კატალოგი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის