არჩილ თალაკვაძე - გაუგებარია, რა სიკეთე უნდა მოუტანონ კეზერაშვილმა, ადეიშვილმა, სააკაშვილმა უკრაინას, როცა საკუთარ ქვეყანას ამდენი უბედურება მოუტანეს

მართლა გაუგებარია უკრაინის საზოგადოების დიდი ნაწილისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის, კეზერაშვილმა, ადეიშვილმა, სააკაშვილმა, სხვა პირებმა, რა სიკეთე უნდა მოუტანონ უკრაინას, როცა საკუთარ ქვეყანას ამდენი უბედურება მოუტანეს, -ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ხალხი, რომელმაც თავის ქვეყანას დიდი უბედურება მოუტანეს, როგორ მოუტანს რაიმე სიკეთეს უკრაინას.

„ამაზე ძალიან ბევრი წუხს და ბევრი კრიტიკული განწყობა არსებობს უკრაინაშიც. უკრაინას ძალიან ბევრი ნიჭიერი და განათლებული ადამიანი ჰყავს, პოლიტიკაშიც ძალიან პროგრესული ხალხი ჰყავს ჩართული და ჩვენც ბევრი ნაცნობები გვყავს მეცნიერებაშიც, კულტურაშიც, პოლიტიკაშიც და გაუგებარია უბრალოდ საქართველოში ძებნილი კრიმინალები რატომ უნდა წარმოადგენდნენ ამ უმძიმეს დროს, ომის დროს, უკრაინას. ხალხი, რომელმაც თავის ქვეყანას დიდი უბედურება მოუტანეს, როგორ მოუტანს რაიმე სიკეთეს უკრაინას“, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა