იტალიაში სუნამოების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, აველინოს პროვინციაში სუნამოების ქურდობისთვის საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მამაკაცმა ძვირადღირებული სუნამოების ექვსი შეკვრა მოიპარა და ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ დააკავა.

დაკავებული ჭკვიანი სათვალის საშუალებით იმ მაღაზიის ვიდეო გადაღებას წინასწარ ახორციელებდა, რომლის გაძარცვასაც აპირებდა.

იტალიური მედია წერს, რომ მამაკაცს ასევე მოუწევს პასუხისგება ათი დღის წინ სხვა პარფიუმერულ მაღაზიაში ჩადენილ ქურდობაზეც, რომლის ძარცვის ფაქტიც სათვალთვალო სისტემის კამერებმა დააფიქსირა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა