ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორისთვის, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მისაღებად, ახალი ონლაინ პორტალი - exhibitions.gnta.ge შექმნა

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორისთვის, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მისაღებად, ახალი ონლაინ პორტალი exhibitions.gnta.ge შექმნა.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ციფრული ტრანსფორმაციის პროექტის ფარგლებში, ახალი პლატფორმა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის მსურველ კერძო სექტორის წარმომადგენლებს რეგისტრაციაში დაეხმარება.

„ონლაინ პორტალი დაფუძნებულია ალგორითმზე, რომელიც გამოავლენს მონაწილეებს სამართლიანი და გამჭვირვალე გზით.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბაზაში დარეგისტრირებულია 5000-მდე კერძო სექტორის წარმომადგენელი, მათთან ყოველი წლის ბოლოს იგზავნებოდა შემდეგი წლის გამოფენების ჩამონათვალი. კერძო სექტორის წარმომადგენლები აფიქსირებდნენ მზაობას მათთვის მნიშვნელოვან გამოფენებში მონაწილეობაზე და რეგისტრირდებოდნენ ადმინისტრაციაში ოფიციალური წერილის წარდგენით. იქიდან გამომდინარე, რომ თითოეულ გამოფენაზე საქართველოსთვის განკუთვნილ სივრცეში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, მსურველთა რაოდენობის დაყვანა ხდება არსებული ადგილების რაოდენობამდე, რაც დაკავშირებული იყო კენჭისყრის პრინციპზე, რის შედეგად ხდებოდა კომპანიების შერჩევა. საერთაშორისო გამოფენების ონლაინ პორტალი პროცესს გააციფრულებს და კერძო სექტორს რეგისტრაცია გაუმარტივდება.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შემუშავებული აქვს თანადაფინანსების მექანიზმი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის მსურველი საქართველოს რეზიდენტი ტურისტული კომპანიებისა და სასტუმროებისთვის.

ადმინისტრაცია კერძო სექტორთან ერთად ყოველწლიურად მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებში, რაც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და ეხმარება ქართულ კომპანიებს საერთაშორისო ბაზარზე წარადგინონ სერვისი და პროდუქცია, დაამყარონ ახალი კონტაქტები, რაც დადებითად აისახება ვიზიტორთა ნაკადის ზრდასა და ტურიზმის განვითარებაზე საქართველოში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის